вторник, 13 декабря 2016 г.

იტალიური დიეტა

ცნობილია, რომ იტალიელები მაკარონისა და სპაგეტის დიდი მოყვარულები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი იშვიათად უჩივიან ჭარბ წონას. მთელი საიდუმლო კი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოშია, რომელიც გამოირჩევა ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის სიჭარბით, ასევე ზეთისხილით, უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან გამომცხვარი პურით, წითელი ღვინით. მკვლევარები თვლიან, რომ სწორედ ასეთირაციონის წყალობითაა, რომ იტალიელები გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მათში შედარებით დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს განვითარების რისკი.
იტალიური დიეტა შედგება 3 ეტაპისაგან: 1 ფაზა – მოსამზადებელია და გათვლილია 7 დღეზე; მე-2 ფაზა 3 დღიანია და სწორედ ამ დღეებში იკლებთ წონაში; მე-3 ფაზა – აღდგენითი და დასკვნითი, – გრძელდება 2 დღე.
1 ფაზა – მოსამზადებელი. 7 დღე ამ ფაზაში ხდება ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა.

მენიუ: - საუზმე: 500 გრ სეზონური ხილი და 100 გრ დაბალკალორიული იოგურტი;
სადილი: 200 გრ ბრინჯი, რომელიც მოხარშულია ბოსტნეულის ბულიონში ან შერეულია 6-7 სუფრის კოვზ ვაშლის ან გოგრის პიურესთან.
ვახშამი: 500 გრ ხილი – მოთუთქული ან მოხარშული. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2-3 ლიტრი წყალი, შეიძლება მინერალურიც, მხოლოდ გაზგასული, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რაიმე ბალახის ჩაი. ალკოჰოლი და ყავა გამორიცხულია. მოსამზადებელ პერიოდში სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები. დილაობით – 30 წუთიანი სწრაფი სიარული, სადილის შმდეგ – 15 წუთიანი გასეირნება. ვახშმამდე ჩაიტარეთ 45 წუთიანი ვარჯიში.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/01/19/dieta-5/


Комментариев нет:

Отправить комментарий