вторник, 5 января 2021 г.

ფინანსური გეგმა

 ფინანსური გეგმა

ფინანსური გეგმის მიზანია უჩვენოს თქვენი ფირმის პოტენციალი და წარმოადგინოს ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის დროებითი გრაფიკი. შემდგომში იგი შეიძლება გამოყენებული იყოს კომპანიის ფინანსების ოპერატიული მართვისათვის. აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა ყოფილ სსრკ-ში და დასავლეთის ქვეყნებში განსხვავდებოდა ერთიმეორისაგან, და რომ ეს განსხვავება კიდევ არსებობს. ვინაიდან თქვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ იშოვოთ დასავლეთელი პარტნიორი ან დასავლური ინვესტიციები ახალი თუ ძველი საწარმოსათვის თქვენი ფინანსური დოკუმენტები უნდა შეადგინოთ დასავლური ნიმუშების მიხედვით. საერთოდ, პარტნიორს აინტერესებს თქვენი კრედიტუნარიანობა, ე.ი. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, საწარმოს ორგანიზაციაზე დანახარჯების შეფასება და მისი ფუნქციონირება, მოგებისა და ზარალის ანგარიში, საბალანსო უწყისი და საკასო გეგმა. ყველა ამ დოკუმენტს დასავლეთის ქვეყნებში აქვთ განსაზღვრული სტანდარტი2.

რაც შეეხება თქვენს კრედიტუნარიანობას, მეტად სასურველია, რათა წარმოდგენილი იქნეს მოგებისა და ზარალის ანგარიში, აგრეთვე თქვენი ფირმის საბალანსო ანგარიში მიმდინარე წელს (პროგნოზი) და მომავალ 2 წელიწადში თუ  თქვენი ფირმა უკვე ფუნქციონირებს. საქმე იმაშია, რომ დასავლეთში კორპორაციები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გამოაქვეყნონ ამგვარი დოკუმენტები. ამიტომ ძალიან უცნაური იქნება თუ თქვენი საბუღალტრო ანგარიში საიდუმლო აღმოჩნდება. ამასთან ორივე ეს ფინანსური დოკუმენტები შეგიძლიათ გამოსთხოვოთ თქვენ მომავალ პარტნიორსაც. ეს გარემოება მას არანაირად არ გაანაწყენებს, პირიქით, დაარწმუნებს იმაში, რომ მას საქმე აქვს სოლიდურ, სერიოზულ პარტნიორთან.

ა) ფირმის ოპერაციების დაწყების მომენტისათვის მომზადებაზე საჭირო ხარჯები. კრედიტორი მოგვთხოვს დეტალურ ჩამონათვალს იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციების მომზადებაზე და დაწყებაზე. სრულ ექსპლუატაციურ ხარჯებთან ერთად 1-3 თვეში. ამ ხარჯებში, როგორც წესი შედის როგორც ერთდროული ხარჯები (მოწყობილობა, მანქანები, მოძრავი ქონება, მოწყობილობის დაყენების ღირებულება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და საწარმოო შენობების რეკონსტრუქცია, ნედლეულისა და მასალების საწყისი მარაგები, გადასახადები და ერთდროული ანაზღაურება, ლიცენზიის საფასურის, რეგისტრაცია და პრეზენტაცია და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის ნაღდი ფული), ისე მიმდინარე (განმეორებადი) ხარჯები სამი თვის განმავლობაში (მთელი ხელფასი და ჯილდოები, იჯარა, რეკლამა, სატრანსპორტო ხარჯები, საექსპლუატაციო ხარჯები, ყველა სახის დაზღვევები (გადასახადები) სახელმწიფო და ადგილობრივი), სესხებზე და კრედიტებზე პროცენტის გადახდა, რემონტი და პროფილაქტიკა, პერსონალის მომზადებაზე ხარჯები, აგრეთვე გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ბ) სტანდარტული ანგარიში მოგებაზე და ზარალზე. იგი გვიჩვენებს ახალი  საწარმოს შექმნის ფინანსურ შესაძლებლობას. გამოიყენებთ, რა გაყიდვებისა და მათი შესაბამისი საწარმოო დანახარჯების პროგნოზს, მოამზადეთ მოგებისა და ზარალის სტანდარტული ანგარიში სულ ცოტა პირველი სამი წლისათვის. ამასთან მოიყვანეთ სრული ჩამონათვალი დაშვებებისა, რომელიც თქვენ გააკეთეთ სტანდარტული ანგარიშის შედგენის დროს. შეიტანეთ ბიზნეს-გეგმის მეათე განყოფილებაში ყველაძირითადი მომენტები, რომლებმაც შეიძლება მოგცეთ გაყიდვების შემცირება 20%-ით მაინც საპროექტო ღირებულებიდან.

ზოგადი სახით სტანდარტული ანგარიში შეიცავს რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას, თვითღირებულებას, საერთო მოგებას, საწარმოო დანახარჯებს, წმინდა შემოსავალს ან ზარალს.

გ) საბალანსო უწყისი. ძირითადი განსხვავება, რომელიც მდგომარეობს საბალანსო ანგარიშების შედგენაში დასავლეთის ქვეყნებში და ყოფილ სსრკ-ში, მდგომარეობდა იმაში, რომ ჯერ ერთი, აქტივის ნაწილში არ აისახებოდა ე.წ. «შეუხებელი» აქტივები (ისინი შეიძლება იყოს პატენტების, სავაჭრო მარკების ქონა, ფირმის რეპუტაცია, სახელმწიფო ორგანოებთან კარგი ურთიერთობანი, რომლებიც თქვენ უზრუნველგყოფენ უპირატესი კეთილგანწყობით ბიზნესში, თქვენი მონოპოლური მდგომარეობა ბაზარზე და ა.შ.); მეორე, პასივებში არ მოიყვანებოდა ფირმის თვითღირებულების სტრუქტურა. ვინაიდან თქვენ აპირებთ შექმნათ აქციონერული საზოგადოება ან პარტნიორობა, რომელიც წარმოადგენს რამოდენიმე პიროვნების საკუთრებას, ეს თხოულობს, რომ ბალანსის განყოფილებაში შევიდეს მუხლი, რომელიც ასახავს საკუთრების სტრუქტურას.

საბალანსო უწყისი წარმოადგენს თქვენი კომპანიის ფინანსურ პირობას განსაზღვრული თარიღისათვის. იგი დეტალურად აღწერს თქვენი კომპანიის საკუთრების ელემენტებს (აქტივები) და ვალდებულებების სიდიდეს (პასივები). იგი აგრეთვე გვიჩვენებს თქვენი კომპანიის წმინდა ღირებულებას და მის ლიკვიდურობას (ნაღდ ფულად გადაქცევას). ეს დოკუმენტი შეადგინეთ 3-4 წლით ადრე.

დ) საკასო გეგმის ანალიზი. გააკეთეთ საკასო ნაღდი ფულის მოძრაობის პროგნოზი თვეების მიხედვით ოპერაციის პირველი წლისათვის და კვარტლების მიხედვით სულ ცოტა ორი წლისათვის, თანაც დეტალურად უჩვენეთ მოსალოდნელი შემოსავლები და გასავლები; განსაზღვრეთ დამატებითი ფინანსირების საჭიროება და ვადები და უჩვენეთ როგორ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი ფინანსირება (სააქციო ფინანსირების მეშვეობით საბანკო სესხებით, მოკლევადიანი საბანკო კრედიტების გზით), რა პირობებით, როგორ ანაზღაურდება ნასესხი საშუალებები.

უჩვენეთ, კრედიტორების მიერ გადასახდელების პირობების შესახებ დაშვებები, ხელფასების გეგმიურ ზრდაზე სხვა მოსალოდნელ საოპერაციო ხარჯებზე, სეზონურობის გავლენაზე, მარაგების ბრუნი წლის განმავლობაში, კაპიტალური მოწყობილობის შესყიდვებზე და ა. შ.

ე) წამგებიანობის ანალიზი. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ზუსტად უნდა განსაზღვროთ რომელი ხელფასი წარმოადგენს მუდმივს და რომელი იცვლება ბიზნესის სიდიდის ცვლილებასთან. შეიძლება გამოყენებული იქნეს მარტივი ფორმულა წამგებიანობის წერტილის განსაზღვრისათვის.

გაყიდვების                საერთო ფიქსირებული ხარჯები მოცულობის         

წამგებიანობის         ერთეულის ფასი-პროდუქტების ერთეულზე სიდიდე                      ცვალებადი დანახარჯები

 ვ)  ფირმის  მოღვაწეობის  ფინანსური  მაჩვენებლები.  ამ  განყოფილების დასასრულს საჭიროა მოცემული იქნეს შეფასება ფირმის საქმიანობის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

ა.  გაყიდვებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი. ეს მაჩვენებელი მიიღება გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი თქვენი მოგების გაყოფით წლის განმავლობაში გაყიდვების მოცულობაზე;

ბ. ფირმის აქტივებისა და პასივების მდგომარეობის მიმდინარე კოეფიციენტი. ეს არის მიმდინარე აქტივები გაყოფილი მიმდინარე ვალდებულებებზე. ფირმების უმრავლესობა განიხილება როგორც ფინანსურად ჯანმრთელი ფირმები, როდესაც ეს მაჩვენებელი უდრის 2-ს ან მეტია მასზე.

გ. რენტაბელობა – ეს არის წმინდა  მოგება  გაყოფილი  ინვესტირებულ  კაპიტალზე.

აქ საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ დასავლელი პარტნიორისათვის კაპიტალის დაბანდება საქართველოს ეკონომიკაში ჯერ-ჯერობით კიდევ ითვლება სარისკო საქმედ. დასავლეთში ასეთი სახის დაბანდებები ხორციელდება თუ დაბანდებულ კაპიტალზე დაბრუნება შეადგენს არა ნაკლებ 40-60%.

 

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007

 

პროდუქციის ტექნიკური სრულყოფის გეგმა

 პროდუქციის ტექნიკური სრულყოფის გეგმა

საჭიროა საკმაოდ დაწვრილებით განვიხილოთ პროდუქციის ტექნიკურად დახვეწასთან დაკავშირებული საკითხები. არც თუ ისე იშვიათად ხდება ისე, რომ ამისათვის საჭირო დრო და ხარჯები არაფრად მიაჩნიათ, არ აფასებენ მათ. პროდუქციის დახვეწისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს საინჟინრო სამუშაოები, რაც აუცილებელია ლაბორატორიული პროტოტიპის საბოლოო პროდუქტად გარდასაქმნელად. შეიძლება საჭირო იყოს სპეციალური მოწყობილობის დამუშავება, დიზაინის სამუშაოები, რათა პროდუქცია გახდეს უფრო მიმზიდველი მომხმარებლისათვის და ა. შ.

ა) მიმდინარე მდგომარეობა. საჭიროა აღწერილი იქნას ყოველი პროდუქციის ან მომსახურების მიმდინარე მდგომარეობა და უჩვენოთ თუ დამატებით კიდევ რა არის საჭირო მათი ბაზარზე გატანისათვის. სასარგებლოა უჩვენოთ თუ რა სიახლეები აქვს ან უნდა ჰქონდეს საწარმოს ამ ამოცანების შესასრულებლად. თუ შესაძლებლობა არის საჭიროა ჩამოთვალოთ მომხმარებლები ან საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც მონაწილეობენ პროდუქციის თუ მომსახურების დამუშავებაში და გამოცდებში.

საჭიროა უჩვენოთ ამ გამოცდების მიმდინარე შედეგები და ის, თუ როდის არის მოსალოდნელი მზა პროდუქციის მიღება.

ბ) პრობლემები და რისკი. დასამუშავებელი პროდუქციის კონსტრუქციაში გამოჰყავით ნებისმიერი მსხვილი პრობლემა და მისი გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი მიდგომები. შეაფასეთ ამ პრობლემების შესაძლო გავლენა პროდუქციის დამუშავებაზე საჭირო დანახარჯებზე და მისი ბაზარზე გამოსვლის დრო.

გ) ნაკეთობის გაუმჯობესება და ახალი პროდუქცია. დამუშავებისა და საწყისი პროდუქციის აღწერის გარდა უჩვენეთ მათი სრულყოფის სამუშაოები, რომელიც დაგეგმილია მათი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე სამუშაოები, რომელიც საჭიროა ახალი პროდუქტების და მომსახურების შესაქმნელად, რომლებიცშეთავაზებული იქნება იმავე მომხმარებელთა ჯგუფისათვის უჩვენეთ მომხმარებლები, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დამუშავებებში და მათი აზრი ამ უკანასკნელთა პერსპექტიულობის შესახებ.

დ) დანახარჯები. წარმოადგინეთ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ- საკონსტრუქტორო სამუშაოთა ხარჯების ნუსხა ხელფასზე, მასალებზე, დანახარჯებზე და სხვათა ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნუსხის შეუფასებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსალოდნელ მომგებიანობაზე და იგი შეამციროს 15-30%-ით.

ე) საკუთრების საკითხები. უჩვენეთ ნებისმიერი პატენტი, სავაჭრო მარკები და სხვა რასაც კი ფლობთ ან განზრახული გაქვთ შეიძინოთ. აღწერეთ ნებისმიერი კონტრაქტი ან შეთანხმება, რომელიც თქვენ საკუთრების უფლებას გაძლევთ დამუშავებაზე ან გამოგონებაზე, აღწერეთ ნებისმიერი გადაწყვეტილი საკითხის ან არსებული პრობლემის გავლენა კონკურენციულ უპირატესობაზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ (მაგ. დავა საკუთრების შესახებ).

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007

воскресенье, 3 января 2021 г.

ბიზნესის მართვის ფილოსოფია

 

ბიზნესის მართვის ფილოსოფია

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008 

მენეჯმენტს  ეკონომიკურად  განვითარებულ  ქვეყნებში   ხმარობენ   ბიზნესთან ერთად. ბიზნესი  (Business _ ქართულად საქმე) მოგების მიზნით განხორციელებული საქმიანობაა, ძირითადად  პროდუქციის წარმოების  და  გასაღების  გზით.  მაგრამ  საბაზრო ეკონომიკის დროს იგი იჭრება  ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროში დაწყებული მრეწველობიდან დამთავრებული მეცნიერების  სფეროთი.

ბიზნესის სფეროში მოქმედი საწარმოების (ორგანიზაციების) მუშაობა წარმოუდგენელია მენეჯმენტის გარეშე. ამიტომ მენეჯმენტს სავსებით მართებულია

ვუწოდოთ ბიზნესის მართვის ფილოსოფია. ბიზნესის მთვარი სუბიექტია ბიზნესმენი (ინგლისურად  _  საქმიანი  ადამიანი  და  არა  საქმოსანი  როგორც  ხშირად  იხმარება).  იგი ქონების, კაპიტალის მფლობელია, მესაკუთრეა, რომელიც საკუთარ ფირმაში (კომპანიაში) სამუშაოდ კონტრაქტის წესით იწვევს (ქირაობს) სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის მენეჯერებს. ბიზნესმენი, როგორც განსაზღვრული აქციების მფლობელი, შეიძლება აირჩიონ სააქციო (აქციონერული) საზოგადოების გამგეობის წევრად და მას ფირმაში მუდმივი ხელმძღვანელი  თანამდებობა  არ  ეკავოს.  ბიზნესმენობა მდგომარეობაა და  არა  სპეციალობა.  ზოგიერთო  უმაღლესი სასწავლებლის მიერ განცხადების გამოქვეყნება ბიზნესმენის მომზადების თაობაზე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

ბიზნესის რამდენადმე კერძო შემთხვევაა _ მეწარმეობა. საქმიანობის ეს სახეობა უშუალოდ უკავშირდება ადამიანის _ მეწარმის პიროვნებას, რომელიც ახორციელებს ბიზნესს, იწყებს რა ახალ საქმეს მოგების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებისა და პირადი რისკის საფუძველზე. მეწარმეობა  ბიზნესთან  შედარებით  მცირე  მასშტაბისაა  და ინგლისურენოვან ქვეყნებში იგი გაიგივებულია ახალ წვრილ (მცირე) ბიზნესთან. მეწარმეებს ახასიათებთ ინოვაციური  აზროვნების  უნარი,  სიახლის  გრძნობა  და თვითონ წარმართავენ თავიანთ საქმეს. მაგრამ საქმიანობის მასშტაბების გაზრდის კვალობაზე მეწარმეები მართვის ფუნქციებს გადასცემენ მენეჯერებს. საინტერესოა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის პ. დრუკერის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველა ახალი წვრილი ბიზნესი არ არის მეწარმეობრივი და მეწარმეობის პრინციპები ფართოდ გამოიყენება მსხვილ და ძველ საწარმოებშიც. მეწარმეობისათვის არსებითია ის, რომ იგი ინოვაციური ბიზნესია, რაც განაპირობებს ახალი მომხმარებლის, ახალი ბაზრის შექმნას. [20, გვ. 30-31].

ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა  ვიდრე  მეწარმეობა,  რამდენადაც  ბიზნესს მიეკუთვნება ნებისმიერი როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი კომერციული გარიგებების (ბიზნეს-ოპერაციების) განხორციელება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. თანამედროვე გაგებით კომერცია ნიშნავს არა მარტო ვაჭრობას, არამედ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მიმართულია მოგების მისაღებად. (მაგალითად, კომერციული ბანკები და სხვა.).

ბიზნესის სფეროში მენეჯმენტის საბოლოო მიზანია მომგებიანობის ანუ შემოსავლიანობის უზრუნველყოფა ფირმის  საქმიანობაში  სამეურნეო  პროცესის (მართვის  და  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  ჩათვლით)  რაციონალური  ორგანიზაციის გზით, აგრეთვე, პერსონალის ეფექტიანი  გამოყენება  თითოეული  მუშაკის კვალიფიკაციის, შემოქმედებითი აქტივობის ამაღლების პირობებში.

ფირმის მომგებიანობა (რენტაბელობა) მიუთითებს მისი საწარმოო-გასაღებითი საქმიანობის ეფექტიანობაზე, რომელიც მიიღწევა დანახარჯების (მატერიალური, შრომითი, ფინანსური) მინიმიზაციისა და საქმიანობის (პროდუქციის გამოშვებისა და მომსახურების) შედეგებიდან შემოსავლების მაქსიმიზაციის გზით. მენეჯმენტი ქმნის პირობებს ფირმის წარმატებით ფუნქციონირებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მოგება  ფირმის  არსებობის  არა  მიზეზი,  არამედ  მისი  საქმიანობის  შედეგია,  რომელსაც საბოლოოდ განსაზღვრავს ბაზარი. მოგება იძლევა ფირმის შემდგომი განვითარების გარანტიას,  რამდენადაც  მხოლოდ  მოგება  განაპირობებს  ბიზნესში რისკის შემცირებასა და დაძლევას. მენეჯმენტის ამოცანაა სარისკო სიტუაციების გადალახვა აწმყოსა და მომავალში, რისთვისაც საჭიროა გარკვეული  სარეზერვო  ფულადი სახსრების არსებობა და მენეჯერებისათვის მოქმედების გარკვეულითავისუფლების  მინიჭება  ცვალებად  გარემოში    სწრაფი რეაგირებისა და ადაპტირების მიზნით.

მენეჯმენტისათვის დამახასიათებელი ნიშნები მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ- ფსიქოლოგიურ,  სამართლებრივ  (იურიდიულ)  და  ორგანიზაციულ-ტექნიკურ ასპექტებს. ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს ბიზნესის მართვის პროცესს, რომლის დროსაც მიიღწევა მატერიალური და შრომითი რესურსების კოორდინირება, რაც აუცილებელია მიზნების ეფექტიანი მიღწევისათვის.  სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტი ახასიათებს ფირმის მთელი პერსონალის ძალისხმევის ორგანიზაციისა და მენეჯერთა განსაკუთრებული ჯგუფის საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად. ამაში შედის ძალაუფლების სისტემა, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობები მენეჯერსა და ხელქვეითებს შორის აგრეთვე, სოციალური ფუნქცია, რომელშიც აისახება საზოგადოების კულტურის  დონე,  მისი  ტრადიციები, ფასეულობები, ჩვევები.

რაც შეეხება მენეჯმენტის იურიდიულ ასპექტს, იგი ასახავს სახელმწიფო, პოლიტიკური  და  ეკონომიკური  ინსტიტუტების  სტრუქტურას,  მათ   მიერ გასატარებელ პოლიტიკას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ორგანიზაციულ- ტექნიკური ასპექტი მოიცავს სიტუაციის რაციონალურ შეფასებას და მიზნების სისტემატიზებას, სტრატეგიის თანმიმდევრულ დამუშავებას ამ მიზნების მისაღწევად, საჭირო რესურსების მოწესრიგებას, ორგანიზებას, მოტივაციასა და კონტროლს.

ეფექტიანი მენეჯმენტი გულისხმობს მართვის პროცესის ყველა სახის და სტადიის როგორც მართვის ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური და სოციალურ- ფსიქოლოგიური ასპექტების მთლიანობას.

მენეჯმენტში ფართოდ გამოიყენება ისეთი ცნება, როგორიცაა «რაციონალური სტრუქტურა». ასეთ სტრუქტურაში გულისხმობენ  საბაზრო  ურთიერთობათა სუბიექტებს, კერძოდ, იმ ორგანიზაციულ-სამეურნეო ერთეულებს,  რომელთა საქმიანობის მიზანია მოგების, როგორც  საქმიანობის  საბოლოო  შედეგის  მიღება.  ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ ეკონომიკური სუბიექტების ოთხ კატეგორიას: ფირმები, ბანკები, სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიები, საინვესტიციო სტრუქტურები.

ფირმებს აკუთვნებენ ბიზნესის ძირითად სუბიექტებს, ხოლო დანარჩენს _ მის მომსახურე სფეროს, რომელიც მოიცავს როგორც ეროვნულ ბაზრებს, ისე მსოფლიო ბაზარს. ფირმა, როგორც ორგანიზაციულ-სამეურნეო  ერთეული,  თავის  შემადგენლობაში აერთიანებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს, რომლებიც  ეწევიან წარმოებისა  და  მომსახურების  კონკრეტულ  საქმიანობას,  და  ფუნქციურ ქვედანაყოფებს, რომლებიც ახორციელებენ მმართველობით  საქმიანობას.  ფირმის ცნებაში იგულისხმება ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამეურნეო ერთეული,  რომელიც ეწევა ბიზნესს  მრეწველობის,  მშენებლობის,  ტრანსპორტის,  ვაჭრობის  სფეროში, გააჩნია კომერციული მიზანი და სარგებლობს იურიდიული პირის უფლებებით. მენეჯმენტში ფირმის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი «ორგანიზაცია». საწარმოდ ითვლება სამეურნეო ერთეული, რომელიც წარმოადგენს მატერიალური და ადამიანისეული რესურსების ერთობლიობას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

ბიზნესის სფეროში იურიდიულ პირად ითვლება ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი სამეურნეო ერთეული. იგი  სამეურნეო  საქმიანობაში გამოდის თავისი სახელით და ქონებრივად პასუხს აგებს ნაკისრ ვალდებულებებზე. იურიდიული პირის ქონება გამოცალკევებულია  მისი  წევრების  პირადი  საკუთრებისაგან. ფიზიკური პირებია ინდივიდუალური მეწარმეები (ბიზნესმენები),

რომელთა უფლებრივი მდგომარეობა რეგულირდება შესაბამისი კანონებით. ბიზნესი, რომელიც ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ, განეკუთვნება ინდივიდუალურ (ერთპიროვნულ) საქმიანობას, იურიდიული პირები კი ეწევიან კოლექტიურ ბიზნესს. ორივე ფორმა ეფუძნება როგორც ბიზნესის სუბიექტების კუთვნილი კაპიტალისა და ქონების საკუთრებას, ისე გარედან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს.

თანამედროვე მენეჯმენტს განიხილავენ როგორც მართვის მეცნიერებასა  და  პრაქტიკას, როგორც ფირმის მართვის ორგანიზაციას და როგორც მმართველობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი მარკეტინგს განმარტავს, როგორც საწარმოების (ფირმების) მართვის სისტემას, ე.ი. მარკეტინგს აიგივებენ მენეჯმენტთან, რაც არ არის სწორი. მენეჯმენტი გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მარკეტინგი. მენეჯმენტი  მოიცავს  ფირმის საქმიანობის ყველა მიმართულების  _  წარმოების,  გასაღების,  ფინანსების  და ა.შ., მათ შორის მარკეტინგული საქმიანობის მართვასაც. ამიტომ «მარკეტინგის საფუძვლების» შესწავლა სტუდენტების მიერ ერთი სემესტრით მაინც წინ უნდა უსწრებდეს «მენეჯმენტის საფუძვლების» შესწავლას.

среда, 30 декабря 2020 г.

ფიჭვი

 

ფიჭვი

ფიჭვი (ლათ. Pínus) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,550 , იშვიათად 75 (Pinus lambertiana, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი და ღრმად დაშაშრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 23 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.

ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს. ტყეებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვიელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), კოხის ფიჭვი (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.

ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, C-ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტონციდები.

ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.