четверг, 24 декабря 2020 г.

შენობების ბიო დასუფთავება

შენობების ბიო დასუფთავება

სახლებსა და ოფისებში თითქმის ყოველ წუთს ვეხებით საწმენდი საშუალებების ნარჩენებს სხვადასხვა ზედაპირებზე. როგორიცაა მაგალითად, ჭურჭელი, კარადები, ავეჯის ზედაპირები, ქსოვილები, ფანჯრები და ა.შ. ისინი შესაძლოა იყოს ჰაერშიც. დიდი ყურადღებაა საჭირო ჭუჭყთან და მიკრობებთან ბრძოლისას, რადგან არასწორი საწმენდი საშუალების გამოყენებით, დასუფთავების ნაცლად, შესაძლოა დაბინძურებული გარემო მივიღოთ.

ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი საწმენდი საშუალებებია პეტროლეუმის ფუძიანი საწმენდი საშუალებები, რომელსაც არცთუ ისე სახარბიელო გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, თუ კი სათანადოდ არ განიავდება სივრცე.

ქიმიური საწმენდი საშუალებების ნაცვლად, რომლებიც სპობს ჭუჭყსა და მიკრობებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამოდენიმე ბუნებრივი პროდუქტი და დასუფთავების მეთოდი. აღნიშნული მეთოდების გამოყენებით გარემოს სუფთა და ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

რჩევები ბიო დასუფთავების ირგვლივ:

1. გამოიყენეთ ბიო დასუფთავებისთვის განკუთვნილი პროდუქტები –
ვინაიდან ბაზარზე არსებული საწმენდი საშუალებები გარკვეულ გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ბიო ეფექტური საწმენდი საშუალებების მწარმოებლებმა მიზნად დაისახეს უსაფრთხო პროდუქტების შექმნა. აღნიშნული პროდუქტების უმრავლესობა არის არა–ტოქსიკური, ბიოდეგრადირებადი და დამზადებულია განახლებადი რესურსებისგან (არა პეტროლეუმისგან). შესაბამისად, თუ თქვენი სურვილია, თავი აარიდოთ ცნობილი ბრენდების საწმენდი საშუალებების გამოყენებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში დამზადებული საწმენდი საშუალებები. ამისათვის დაგჭირდებათ ძმრისა და საჭმელი სოდის მომარაგება. აღნიშნული ნივთიერებების გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველაფრის დასასუფთავებლად. მცირე მოცულობის თბილ წყალში შეურიეთ რომელიმე მათგანი და თქვენ უკვე მზად გაქვთ ყველა–დანიშნულებისთვის განკუთვნილი საწმენდი ხსნარი.

2. ოთახები ხშირად გაანიავეთ –
თანამედროვე შენობა–ნაგებობები კარგად იზოლირებული და ჰერმეტულად დაცულია, რაც ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით მისასალმებელია, თუმცა შენობაში არსებული ტოქსიკური ნივთიერებიბისა და მასალების არსებობა იწვევს ჰაერის დაბინძურებას. იმ შემთხვევაში, თუ ოთახების, ან ოფისების განიავება არ მოხდება სისტემატიურად, მათში არსებული ჰაერი არანაკლებ დაბინძურებული და საშიში იქნება, გარეთ არსებულ ჰაერთან შედარებით. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება ხშირად უნდა გავაღოთ ფანჯრები და შენობაში შემოვუშვათ სუფთა ჰაერი, რაც შენობიდან განდევნის არასასურველ ტოქსინებსა და მიკრობებს.

3. ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებები ყურადღებითა და სიფრთხილით გამოიყენეთ –
ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებების გამოყენება, არ ასუფთავებს ხელებს უბრალო საპონსა და წყალზე უკეთესად. ამასთან, ზრდის ბაქტერიების გამრავლების რისკს. იმ ბაქტერიებისა, რომლებიც უძლებენ ქიმიური ნივთიერებების თავდასხმას და დროთა განმავლობაში ხდებიან მათ მიმართ რეზისტენტულნი.

4. ეცადეთ თქვენს სახლში იყოს სასიამოვნო სუნი –
სასმელი სოდის გამოყენება გააქრობს არასასიამოვნო სუნს დაბინძურებული ხალიჩიდან. მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ხალიჩის დაბინძურებულ ზედაპირს დააყოვნეთ და შემდეგ, დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

5. არ გადაყაროთ ტოქსიკური საწმენდი საშუალებები –
ტოქსიკური საწმენდი საშუალებების ბიო-საწმენდი საშუალებებით შეცვლის შემდეგ, ტოქსიკური საშუალებები პირდაპირ ურნაში არ გადააგდოთ. ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე მწარმოებლის მიერ დატანილი ინსტრუქცია ნივთიერების ლიკვიდაციის შესახებ და იმოქმედეთ აღნიშული მითითების შესაბამისად.

6. სახლების, ან ოფისების დასუფთავების სურვილის შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭეთ ბიო-დასუფთავების სერვისების მქონე კომპანიას.

7. ტოქსინები შინ არ შემოუშვათ –
თქვენი ფეხსაცმელი დღის ბოლოს დიდი ოდენობის ბაქტერიების მატარებელია. ამიტომ, ჯობია, სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი გაიხადოთ. განსაკუთრებით კი თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, ისინი დიდ დროს ატარებენ იატაკზე თამაშში, რომელიც მუდმივად სუფთა უნდა იყოს.
ოფისებსა და დიდ შენობებში არსებობს სპეციალური შესასვლელი ბილიკი, რომელიც იცავს შენობას ზედმეტი დაბინძურებისგან.

8. დასუფთავების საკითხები გაითვალისწინეთ შენობის დაგეგმარებისას –
სახლებისა თუ ოფისების მშენებლობისას გაითვალისწინეთ დასუფთავების კუთხით მცირე დეტალები, რათა შექმნათ ისეთი ნაგებობა, ან საცხოვრებელი სახლი, სადაც იქნება ჯანსაღი გარემო და ნაკლები ძალისხმევა დასუფთავების კუთხით.

დიდი შენობების აგებისას, აღნიშნული საკითხის გათვალისწინება, წარმოადგენს ენერგიისა და თანხების დაზოგვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას.

სუფთა სამყაროს რჩევები ყველა ჩვენგანისთვის საყურადღებო და სასარგებლოა. მოვუაროთ გარემოს, ვიზრუნოთ მასზე და შედეგად, ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვრებთ!

https://cleanworld.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94/


Комментариев нет:

Отправить комментарий