вторник, 5 января 2021 г.

პროდუქციის ტექნიკური სრულყოფის გეგმა

 პროდუქციის ტექნიკური სრულყოფის გეგმა

საჭიროა საკმაოდ დაწვრილებით განვიხილოთ პროდუქციის ტექნიკურად დახვეწასთან დაკავშირებული საკითხები. არც თუ ისე იშვიათად ხდება ისე, რომ ამისათვის საჭირო დრო და ხარჯები არაფრად მიაჩნიათ, არ აფასებენ მათ. პროდუქციის დახვეწისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს საინჟინრო სამუშაოები, რაც აუცილებელია ლაბორატორიული პროტოტიპის საბოლოო პროდუქტად გარდასაქმნელად. შეიძლება საჭირო იყოს სპეციალური მოწყობილობის დამუშავება, დიზაინის სამუშაოები, რათა პროდუქცია გახდეს უფრო მიმზიდველი მომხმარებლისათვის და ა. შ.

ა) მიმდინარე მდგომარეობა. საჭიროა აღწერილი იქნას ყოველი პროდუქციის ან მომსახურების მიმდინარე მდგომარეობა და უჩვენოთ თუ დამატებით კიდევ რა არის საჭირო მათი ბაზარზე გატანისათვის. სასარგებლოა უჩვენოთ თუ რა სიახლეები აქვს ან უნდა ჰქონდეს საწარმოს ამ ამოცანების შესასრულებლად. თუ შესაძლებლობა არის საჭიროა ჩამოთვალოთ მომხმარებლები ან საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც მონაწილეობენ პროდუქციის თუ მომსახურების დამუშავებაში და გამოცდებში.

საჭიროა უჩვენოთ ამ გამოცდების მიმდინარე შედეგები და ის, თუ როდის არის მოსალოდნელი მზა პროდუქციის მიღება.

ბ) პრობლემები და რისკი. დასამუშავებელი პროდუქციის კონსტრუქციაში გამოჰყავით ნებისმიერი მსხვილი პრობლემა და მისი გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი მიდგომები. შეაფასეთ ამ პრობლემების შესაძლო გავლენა პროდუქციის დამუშავებაზე საჭირო დანახარჯებზე და მისი ბაზარზე გამოსვლის დრო.

გ) ნაკეთობის გაუმჯობესება და ახალი პროდუქცია. დამუშავებისა და საწყისი პროდუქციის აღწერის გარდა უჩვენეთ მათი სრულყოფის სამუშაოები, რომელიც დაგეგმილია მათი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე სამუშაოები, რომელიც საჭიროა ახალი პროდუქტების და მომსახურების შესაქმნელად, რომლებიცშეთავაზებული იქნება იმავე მომხმარებელთა ჯგუფისათვის უჩვენეთ მომხმარებლები, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დამუშავებებში და მათი აზრი ამ უკანასკნელთა პერსპექტიულობის შესახებ.

დ) დანახარჯები. წარმოადგინეთ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ- საკონსტრუქტორო სამუშაოთა ხარჯების ნუსხა ხელფასზე, მასალებზე, დანახარჯებზე და სხვათა ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნუსხის შეუფასებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსალოდნელ მომგებიანობაზე და იგი შეამციროს 15-30%-ით.

ე) საკუთრების საკითხები. უჩვენეთ ნებისმიერი პატენტი, სავაჭრო მარკები და სხვა რასაც კი ფლობთ ან განზრახული გაქვთ შეიძინოთ. აღწერეთ ნებისმიერი კონტრაქტი ან შეთანხმება, რომელიც თქვენ საკუთრების უფლებას გაძლევთ დამუშავებაზე ან გამოგონებაზე, აღწერეთ ნებისმიერი გადაწყვეტილი საკითხის ან არსებული პრობლემის გავლენა კონკურენციულ უპირატესობაზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ (მაგ. დავა საკუთრების შესახებ).

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007

Комментариев нет:

Отправить комментарий